შოუ თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება. ბუკმეკერები და მუსიკალური კრიტიკოსები უკვე გამარჯვებულის შესახებ პროგნოზებს აკეთებენ. ასე, wiwibloggs.com, რომელიც ევროვიზიის მიმოხილვებზე, სიახლეებსა და დღიურებზეა სპეციალიზებული, თავის პორტალზე გამოკითხვის შედეგებით გამარჯვებას ბელარუს ჰელენა მერააის უწინასწარმეტყველებს.
ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ საქართველო, სომხეთი, რუსეთი და ნიდერლანდები.
კენჭისყრის შკალა ამგვარად გამოიყურება (24 დეკემბრის 10:30 საათის მდგომარეობით):
1. ბელარუსი: ჰელენა მერააი 28.84% (10386 ხმა)
2. საქართველო: გრიგოლ ყიფშიძე 24.06% (8664)
3. სომხეთი: მიშა 16.66% (5998)
4. რუსეთი: პოლინა ბოგუსევიჩი 6.99% (2516)
5. ნიდერლანდები: Fource 3.83% (1381)
6. სერბეთი: ირინა და იანა 3.22% (1159)
7. მალტა: ჯანლუკა ჩილია 2.9% (1045)
8. უკრაინა: ანასტასია ბაგინსკაია 2.22% (801)
9. პოლონეთი: ალისია რეგა 2.15% (773)
10. მაკედონია: მინა ბლაჟევი 2.1% (757)
11. კვიპროსი: ნიკოლ ნიკოლაუ 1.62% (582)
12. ავსტრალია: იზაბელა კლარკი 1.54% (555)
13. ალბანეთი: ანა კოდრა 1.06% (383)
14. ირლანდია: ბიურენ მაკდონელი 1% (360)
15. პორტუგალია: მარიანა ვენანსიო 0.91% (328)
16. იტალია: მარია ისიდე ფიორე 0.9% (323)
რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.