მამაკაცი თბილისის მეტროში მატარებელს ჩაუხტა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი შედის გვირაბში მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“
მატარებელი შედის გვირაბში მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო და ადგილზე სამედიცინო დახმარების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. პარასკევს თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის მუშაობა პარალიზებული იმის გამო იყო, რომ შუახნის მამაკაცი მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელს ჩაუხტა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მამაკაცი გადარჩა, მაგრამ სხეულის დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროში გარდაცვლილი მამაკაცი ბრიტანელი აღმოჩნდა

დროებით დაიკეტა ღრმაღელის, დიდუბის, გოცირიძის და ნაძალადევის სადგურები. მატარებლები მოძრაობდა სადგურ „ახმეტელის სადგურიდან“ „გურამიშვილამდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“.

ამჟამად მეტროპოლიტენის მუშაობა აღდგა.

„ის გადარჩა, მაგრამ სხეულის დაზიანებები მიიღო. მოხდა დროული რეაქცია და ძაბვა გაითიშა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, და დაზიანებებიდან გამომდინარე, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული“, — განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელმა.

მომხდარი შსს-ს პრესსამსახურშიც დაადასტურეს და განაცხადეს, რომ მოგვიანებით მოაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რა მუხლით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.


ყველა ახალი ამბავი
0