თბილისის მეტროში გარდაცვლილი მამაკაცი ბრიტანელი აღმოჩნდა

© photo: Sputnikმეტროს ვაგონი
მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე მეტროს სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის" ბაქანზე გარდაიცვალა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის" ბაქანზე გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე" დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
თბილისის მეტროში მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა. მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა. გამოიძახეს "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა, თუმცა, როდესაც ექიმები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

„ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც 60 წლის იყო. მას შემდეგ, როგორც კი ესკალატორზე დაეშვა, ის ცუდად გახდა, დაეცა და გარდაიცვალა", — განაცხადა კომპანიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მომხდარის შედეგ გარდაცვლილის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

სისხლის სამართლის საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლითაა აღძრული, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0