თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში" შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, იტყობინება "Sputnik-საქართველოს" კორესპონტენტი შემთხვევის ადგილიდან.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება და არის ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.