დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი პრეზიდენტმა მოინახულა

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიჯვარცმა და ანთებული სანთლები
ჯვარცმა და ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოქალაქეებს იცავენ

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადად გამოუცხადა სამძიმარი კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სპეცრაზმელები მოინახულეს - Sputnik საქართველო
სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ და რისკის ქვეშ ამყოფებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნან დაცული. ეს არის თითოეული გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ. დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თავის სიცოცხლეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის რისკავს”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ასრულებდა ისეთ მნიშვნელოვან მისიას, როგორიცაა სპეცოპერაციის ჩატარება და მოქალაქეების გარიდება საშიში ზონიდან.

ოთხშაბათ ღამით თბილისში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. ოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი, სამი ლიკვიდირებულია. დაჭრილია სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0