სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სპეცრაზმელები მოინახულეს
გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა სპეცრაზმელები მოინახულეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტრტერორისტული ოპერაციის საქართველოს სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი დაიჭრა

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში ოთხშაბათს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. შედეგად დაკავებულია ერთი პირი, სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ასევე შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა.

სპეცრაზმი იმ შენობაზე იერიშისთვის ემზადება, რომელშიც სავარაუდო ტერორისტები არიან გამაგრებულები - Sputnik საქართველო
სპეცრაზმი იერიშისათვის ემზადება - სპეცოპერაციის კადრები

მედიკოსების თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი მსუბუქად არის დაჭრილი, მესამეს კი ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. გუშინ დაჭრილები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მოინახულეს.

„გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ერთ სპეცრაზმელს მარჯვენა ფეხის დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, დამუშავდა ჭრილობები და შესაბამისი მანიპულაციები ჩატარდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ.

წინასწარი ინფორმაციით, დაჯგუფების ყველა მონაწილე, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა, უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ. ამ ეტაპზე სუს-ი დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი
0