თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ფოთის სანაპირო ზოლზე სმერჩი დაფიქსირდა, იუწყება ტელეარხი Imedi.
ატმოსფერული მოვლენა რამდენიმე წამს გაგრძელდა. როგორც ფოთის მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, შესაბამის სამსახურებში მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.
წაიკითხეთ ასევე: თოვლი, ზვავი და მეწყერი — რა ელოდება საქართველოს
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, სმერჩის გამეორება მოსალოდნელი არ არის. მათი ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4-5 ბალამდე.