უამინდობის მიუხედავად, ფრანგული გემი–უჩინმაჩინი ბათუმში შევიდა

© photo by press-service of Ministry of Internal Affairs of GeorgiaGuepratte ბათუმის ნავსადგურში შევიდა
Guepratte ბათუმის ნავსადგურში შევიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგი მეზღვაურები ბათუმში შეხვდებიან სტუდენტებს, ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ წვრთნას და ბოლოს ფეხბურთსაც ითამაშებენ

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი Guepratte ბათუმის პორტში შევიდა, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გემს პორტში ოთხშაბათს ელოდნენ, მაგრამ ძლიერი შტორმის გამო, რომელიც 6–7 ბალს აღწევდა, გემმა ბათუმის პორტში შესვლა ვერ მოახერხა.

ბათუმში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გემის კაპიტან ჟაკ მალარისა და ეკიპაჟის წევრებს პორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კვანტალიანი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობის წევრები დახვდნენ.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
ფრანგული გემი-უჩინმაჩინი შტორმის გამო ბათუმის პორტში შესვლას ვერ ახერხებს

„აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდზე, ფრანგი მეზღვაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების მონაწილეობით, პირველადი სამედიცინო დახმარების, ცეცხლსა და წყალთან ბრძოლის სახომალდე სწავლებები ჩატარდება. კაპიტანი ჟაკ მალარი უკვე შეხვდა აჭარის მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ ქართველი და ფრანგი მეზღვაურების ამგვარი თანამშრომლობა აუცილებლად ნაყოფიერი იქნება.

მეზღვაურები საფრანგეთიდან და საქართველოდან ფეხბურთსაც ითამაშებენ. ფრეგატი GUEPRATTE ბათუმის ნავსადგურს 26 ნოემბერს დატოვებს.

ეს საქართველოში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის გემის პირველი ვიზიტი არაა. 2016 წლის ოქტომბერში ბათუმს ეწვია საფრანგეთის საზღავო–სამხედრო ძალების საბრძოლო გემი Premier maitre l'Her.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0