ფრანგული გემი-უჩინმაჩინი შტორმის გამო ბათუმის პორტში შესვლას ვერ ახერხებს

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის პორტში შტორმი 6-7 ბალს აღწევს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი Guepratte ბათუმის პორტში ვერ ახერხებს შესვლას ძლიერი შტორმის გამო, რომლის ძალა 6-7 ბალს აღწევს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ბათუმის პორტში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ფრანგული გემი-უჩინმაჩინი ბათუმს ესტუმრება

ფრანგული გემის ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავის ფრანგ კოლეგა ფლორანს პარლისთან თბილისში მოლაპარაკებები გამართა. Guepratte ესტუმრება ბათუმს ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის ფარგლებში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 ნოემბრამდე დარჩება.

„ფრანგული ფრეგატი პორტში შესვლას ვერ ახერხებს ძლიერი შტორმის გამო, რომელიც 6-7 ბალს აღწევს. წესით ფრეგატი პორტში ხვალ უნდა შევიდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალისთვის ზღვა დამშვიდდება და ფრეგატი, სავარაუდოდ, პორტში შესვლას მოახერხებს“, — განაცხადეს ბათუმის პორტში.

ფრამგი მეზღვაურები სტუდენტებთან შეხვედრას და ქართველ კოლეგებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებას აპირებენ.


ყველა ახალი ამბავი
0