საქართველოში „უცხოპლანეტელების შემოჭრის“ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / July Khachatryanამოუცნობი ობიექტი
ამოუცნობი ობიექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა შეტყობინებები სავარაუდო ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენის შესახებ მთელი მსოფლიოდან შეკრიბეს

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მცხოვრებლებმა ცხრა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ განაცხადეს, მონაცემები მოყვანილია პროექტის UFO Stalker ვებ–გვერდზე.

ამ პროექტის ხელმძღვანელები მუშაობენ ინტერაქტიულ რუკაზე, სადაც აღნიშნულია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების ადგილები. მონაცემები დედამიწის ყველა კუთხიდან ადამიანების შეტყობინებების საფუძველზე შეაქვთ. 

უცხოპლანეტელები - Sputnik საქართველო
უფოლოგი: უცხოპლანეტელები ჩვენ შორის არიან

„უცხოპლანეტელების შეჭრის“ რუკაზე შესაძლებელია ანგარიშის ნახვა თითოეულ შეტყობინებაზე, სადაც შეიძლება ფოტო და ვიდეო–მტკიცებულებაც იყოს. ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის სავალდებულოა თავად თვითმხილველის კომენტარები და ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც სავარაუდო ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს.

ფორმის შევსება და თავისი დაკვირვებების შესახებ თხრობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ფორმა ობიექტების გარეგნული სახისა და მოქმედებების შესახებ უამრავ დეტალურ კითხვას შეიცავს.

ვებ–გვერდის მონაცემებით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ პირველი შეტყობინება საქართველოდან 2002 წელს დაფიქსირდა. თვითმხილველი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელების ობიექტი თბილისში დაინახა. უახლესი შეტყობინება საქართველოდან ამა წლის 26 სექტემბრით თარიღდება – ამჯერად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ბათუმში შენიშნეს.

 „მეგობართან ერთად პლაჟზე ვიყავით და ზღვას ვუყურებდით. უეცრად მან ჰორიზონტზე რაღაც მოძრაობა დაინახა. ჯერ ვიფიქრეთ, რომ ეს დელფინები იყვნენ, თუმცა მოძრაობა რაღაც უცნაური იყო. ასე გადაადგილება არაფერს შეუძლია. ხოლო 20 წუთის შემდეგ ეს ობიექტები ჰორიზონტიდან გაქრნენ“, – წერს თვითმხილველი. შეტყობინებას თან ვიდეოფაილიც ერთვის.

ზღვის ნაპირზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს მუქი ლაქა, რომელიც საზღვაო ხომალდს ჰგავს, ხოლო მისგან მარცხნივ პატარა მუქი ობიექტებია.

UFO Stalker–ის გამოქვეყნებულ მონაცემებს ამუშავებს არაკომერციული ორგანიზაცია Mutual UFO Network (MUFON), რომელიც სავარაუდო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოჩენას 1969 წლიდან იძიებს. სპეციალისტების დათვლით, მხოლოდ 2017 წელს მსოფლიოში 5380 მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0