არის სხვა პლანეტებზე სიცოცხლე? არსებობენ სხვა ცივილიზაციები? სტუმრობენ დედამიწას? თუ კი, რა არის მათი მისია? მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიური განვითარებისა, კაცობრიობას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.
Sputnik–ი უფოლოგ ირაკლი შონიას ესაუბრა, რომელმაც ამ სფეროში მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და რჩევები მოგვცა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი ჩვენთან კონტაქტს დაამყარებს.
საქართველოში უფოლოგია ნაკლებად არის განვითარებული. ამ სფერომ ჭკნობა 1990–იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყნიდან ბევრი მეცნიერი წავიდა. დღეს საქართველოში უფოლოგია ენთუზიაზმის დონეზეა.
„ჩვენ ვაგროვებთ ფაქტებს, სხვადასხვა ინფორმაციას ამოს გამოვლენის შესახებ, ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც ნახეს ის. კვლევების ჩატარება ჩვენ არ შეგვიძლია.“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, არსებობენ თუ არა მაინც უცხოპლანეტელები, უფოლოგმა განაცხადა, რომ ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი არსებობს.
„ყველა ეს ფაქტი გვაძლებს საფუძველს, ვივარაუდთ, რომ ისინი არსებობენ. ჩვენ იმ პერიოდს ვუახლოვდებით, როდესაც სხვა სამყაროებთან უფრო ახლო კონტაქტი გვექნება. როცა უფრო განვითარებული გავხდებით, შევძლებთ კონტაქტი დავამყაროთ, როგორც ერთმა ცალკეულმა სამყარომ მეორე სამყაროსთან“, – აღნიშნა შონიამ.
თანამედროვე სამყაროში ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უცხოპლანეტელების ენერგიის შეგრძნებას ან გაზომვას შეძლებს, ჯერჯერობით არ არის. მაგრამ არამიწიერი არსებები მაინც გვამცნობენ თავისი არსებობის შესახებ. უფოლოგმა აღნიშნა, რომ მის პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც უცხოპლნეტელების მას გადაღებაში უშლიდნენ ხელს.
„ფუჭდებოდა კამერები, ფოტოაპარატები, ოპერატორებს ცხვირიდან სისხლის სდიოდათ, ან ადამიანები, უბრალოდ, იძინებდნენ. გასაგები იყო, რომ არ უნდოდათ, გადაგვეღო ისინი, მათზე მოგვეთხრო“, – აღნიშნა შონიამ.
მისი თქმით, 1990–იანი წლების ბოლოდან სპეციალისტები საქართველოში მონაცემთა ბაზას აწარმოებენ. ბაზაში ინახება ინფორმაცია 21 ცივილიზაციის შესახებ, რომლებიც ადამიანებთან კონტაქტზე გამოვიდნენ. ისინი, თოთქოსდა, ამბობდნენ, რომ ადამიანების დასახმარებლად სხვა გალაქტიკიდან მოფრინდნენ. ზოგიერთის მთავარი მისია დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის გაფილტვრა იყო.
„იყო შემთხვა, როცა თბილისში, ერთ ოჯახში უცხოპლანეტელი არსება ცხოვრობდა. ის ინფორმაციას გადმოსცემდა, ხატვას ასწავლიდა. არ არსებობს ტიპური, ერთნაირი შემთხვევები. ყველა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ყველა ეს არსება სხვადასხვა გალაქტიკასა და პლანეტას ასახელებდა“, – განაცხადა შონიამ.
უმეტეს შემთხვევებში ადამიანები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ უცხოპლანეტელბთან, ყვებოდნენ, რომ უცხოპლანეტელები სამყაროს ადამიანების უარყოფითი ენერგიისგან იცავენ, აღნიშნა მან.
„ნეგატიური ენეგია ანგრევს არა მარტო თვითონ ადამიანს, არამედ მთელ კოსმოსს, ჩვენ კი სხვა სამყაროებთან ვართ გადაბმული. თუ ჩვენ დავიღუპებით, დაიღუპებიან ისინიც“, – აღნიშნა შონიამ.
რაც შეეხება საშიშროებას, უფოლოგი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები აგრესიული მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ, თუ ადამიანი თავად ამჟღავნებს აგრესიას.
„არსება ისევე პასუხობს და კომუნიკაციის იმავე ენას ირჩევს, როგორსაც ადამიანი სთავაზობს. ის, რომ ისინი ადამიანებს იტაცებენ – ეს ჰოლივუდელი რეჟისორების დრამატურგიაა, მეტი არაფერი“, – განმარტა შონიამ.
უფოლოგი დარწმუნებულია, რომ უცხოპლანეტელები ადამიანებს არ იტაცებენ. ამასთან, ადამიანები ყვებოდნენ, რომ არამიწიერ არსებებს მიჰყავდათ ისინი თავის პლანეტებზე, მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.
„ისინი ყვებოდნენ, თუ როგორ აცვამდნენ უცხოპლანეტელები მათ რაღაც სკაფანდრს, როგორ იმყოფებოდნენ სხვა პლანეტებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეამოწმეს. ისინი აბსოლუტურად ადეკვატური, შერაცხადი იყვნენ“, – აღნიშნა შონიამ.
უცხოპლანეტელები კონტაქტში ყველასთან არ შედიან, აღნიშნა მან.
„იყო შემთხვევა, როდესაც რუსთავში გაიგეს, რომ ერთ ოჯახში უცხოპლანეტელი ცხოვრობდა. იდგა რიგი, ადამიანები განკურნებას სთხოვდნენ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. უცხოპლანეტელები თვითონ ირჩევენ ადამიანებს“, – აღნიშნა უფოლოგმა.
ის დარწმუნებულია, რომ არ ღირს, უცხოპლანტელების გვეშინოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ბევრად უფრო განვითარებული არიან, ვიდრე ჩვენ და მათ ჩვენი აზრების წაკითხვა შეუძლიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დადებითად განვეწყოთ, ხოლო უცხოპლანეტელები ინფორმაციის გადმოსაცემად მოძებნიან საშუალებას.
10–15 წლის წინ ეკლესია უცხოპლანეტელთა გონის არსებობას კატეგორიულად არ აღიარებდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ახალი მასალების, დოკუმენტური ფილმების გამოჩენასთან ერთად, აზრი შეიცვალა. ეკლესია მათ არსებობას უკვე აღარ გამორიცხავს, მაგრამ ამ მოვლენას უფრო მეტად ნეგატიურ ძალებს მიაწერს. თუმცა ადამიანები, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ, უფრო რელიგიური ხდებოდნენ, აღნიშნა შონიამ.