დღეს უფოლოგის მსოფლიო დღე აღინიშნება

© Flickrამო
ამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფოლოგიის ისტორია 1947 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქ როზუელის მცხოვრებმა ჭექა–ქუხილის შემდეგ უცნაური ნამსხვრევები აღმოაჩინა.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის – ამოს, ან უფოლოგის დღე ყოველწლიურად 2 ივლისს აღინიშნება. ეს იმ ადამიანების პროფესიული დღეა, ვინც პარანორმალურ მოვლენებსა და ისეთ ობიექტებს შეისწავლიან, რომლებსაც არაამქვეყნიურ წარმომავლობას მიაწერენ. 

უფოლოგის დღე ოფიციალურად არ აღინიშნება, თუმცა უფოლოგები იმედოვნებენ, რომ ამ სტატუსს მომავალში მოიპოვებენ.

დღესასწაულის თარიღი შემთხვევით არ შეურჩევით. ყველაფერი 1947 წლის 2 ივლისს დაიწყო. აშშ–ში, ნიუ–მექსიკოს შტატის ქალაქ როზუელში ამ დღეს ჭექა–ქუხილი იყო. ერთ–ერთი რანჩოს მეპატრონემ მაკ ბრეიზელმა უცნაური ნამსხვრევები აღმოაჩინა. ისინი თხელი ფოლგის ფირფიტებს ჰგავდა და მასზე გაურკვეველი იეროგლიფები იყო გამოსახული. მან რამდენიმე ნამსხვრევი სახლში წაიღო და მისი გახერხვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ გადნობა სცადა – და კვლავ არაფერი. მას ასეთი თხელი და თან ასეთი მაგარი მასალა არასდროს ენახა.

© FB/ ამოს საერთაშორისო მუზეუმიროზუელში ნაპოვნი ნამსხვრევები
როზუელში ნაპოვნი ნამსხვრევები - Sputnik საქართველო
როზუელში ნაპოვნი ნამსხვრევები

მაკმა ამის შესახებ თავის მეზობელს უამბო. მათ ნამსხვრევები ავტომობილში ჩატვირთეს და შერიფისკენ გაემართნენ. 

მალე ადგილობრივ გაზეთებში გაჩნდა სტატია, თუ როგორ შეიპყრეს სამხედრო–საჰაერო ძალებმა მფრინავი თეფში. აშშ–ის ხელისუფლებამ ამ საქმეზე ყველა მასალა სასწრაფოდ გაასაიდუმლოვა და გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს არა უცხოპლანეტელების ხომალდი, არამედ მხოლოდ მეტეოროლოგიური ზონდი იყო.

რა იყო ეს სინამდვილეში, დღემდე უცნობია. მაგრამ ზუსტად ამ დღიდან დაიწყო უფოლოგიის ისტორია.

 „უფოლოგია“ ინგლისურენოვანი აბრევიატურიდან მოდის – UFO (Unidentified Flying Object). ქართულად მას „ამო“ შეესატყვისება.

მიუხედავად იმისა, რომ როზუელში ამოს ჩამოვარდნა არ დასტურდება, ყოველ წელს ქალაქში 200 ათასზე მეტი ადამიანი იყრის თავს. ტურისტებს აჩვენებენ ძეგლს, რომელიც „ადასტურებს“, რომ ამო სწორედ ამ ადგილას ჩამოვარდა. ძეგლზე წერია: „არ ვიცით, ისინი ვინ იყვნენ. არ ვიცით, რატომ მოფრინდნენ. მხოლოდ ის ვიცით, რომ მათ სამყაროზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალეს“.

© FB/ამოს საერთაშორისო მუზეუმიამოს საერთაშორისო მუზეუმი და კვლევითი ცენტრი როზუელში
ამოს საერთაშორისო მუზეუმი და კვლევითი ცენტრი როზუელში - Sputnik საქართველო
ამოს საერთაშორისო მუზეუმი და კვლევითი ცენტრი როზუელში

როზუელში 1990–იანი წლების დასაწყისში ასევე გაიხსნა ამოს საერთაშორისო მუზეუმი და კვლევითი ცენტრი.

ამ დღეს როზუელში იმართება ფესტივალი, რომლის ფარგლებში ტარდება სემინარები, ლექციები, სპეციალური ექსპოზიციები და „უცხოპლანეტელების“ კოსტიუმირებული აღლუმი. ასე რომ, „ამოს“ ინდუსტრიას ქალაქის ეკონომიკისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 5,2 მლნ აშშ დოლარი მოგება მოაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ უფოლოგია დღემდე ოფიციალურ მეცნიერებად აღიარებული არ არის, ამჟამად მრავალი კვლევითი ცენტრი და ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ამოსა და ანომალიურ მოვლენებს შეისწავლიან. იქ როგორც მოყვარული მკვლევარები, ისე ავტორიტეტული მეცნიერები მუშაობენ.

უფოლოგები და ამ მეცნიერების თაყვანისმცემლები 2 ივლისს მართავენ სემინარებს, ფორუმებს, კონფერენციებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ღია გაკვეთილებს. 

იმართება კოსტიუმირებული საღამოები, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ და რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელებთან შეხედრის მოლოდინში, დიდხანს შესცქერიან ცას.

ეს შემთხვევით არ ხდება, რადგანაც, სტატისტიკით, ამოუცნობ ობიექტებთან ყველაზე ხშირი კონტაქტი სწორედ ივლისში ხდება.

მსოფლიოში ამოს არსებობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი დარწმუნებულია, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები და ისინი ჩვენს პლანეტაზეც იმყოფებოდნენ, ზოგს კი ამის არ სჯერა.

ნიუ–იორკში სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზიც კი არის, სადაც შეგიძლიათ შეატყობინოთ, თუ ამოს ან სხვა ამოუცნობ მოვლენას წააწყდით.

© photo: courtesy of Website of the Ministry of Internal Affairsგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი "112" საქართველოში
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112 საქართველოში - Sputnik საქართველო
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი "112" საქართველოში

ამოსთან დაკავშირებით ხშირად კურიოზული შემთხვევებიც ხდება, მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს შსს–ში „112“–ზე დარეკა პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოძრავ მფრინავ თეფშს ხედავდა და იმ ტერიტორიას უთითებდა, სადაც გადაუდებელი დახმარების ცენტრი მდებარეობს. ცენტრის შენობა კი, რომელიც 2012 წელს ააგეს, იერით ნამდვილად წააგავს მფრინავ თეფშს – ისეთს, როგორიც მხატვრულ ფილმებში ხშირად გვინახავს.


ყველა ახალი ამბავი
0