სანქტ-პეტერბურგში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რერიხის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდება

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის დღეები სანქტ-პეტერბურგის რერიხების ოჯახის სახელმწიფო მუზეუმ-ინსტიტუტში პროექტ "ხალხების გაერთიანებით" ფარგლებში შაბათს, 25 ნოემბერს გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველო რუსი მხატვრის, სცენოგრაფის, მწერლის, ფილოსოფოს-მისტიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი რერიხისთვის ძალზე ბევრს ნიშნავდა, რომელმაც კავკასიაში პირველად 1913 წელს იმოგზაურა.

„მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — ის პირისპირ პირველად შეეჩეხა აღმოსავლეთს. კავკასია მისთვის გახდა ის საზღვარი, რომლის იქით მისი ინდოეთი იწყებოდა. ამ მოგზაურობიდან შთაბეჭდილებებზე მან ტილო შექმნა, რომლის ორიგინალსაც იხილავენ სტუმრები დარბაზში, სადაც საღამო გაიმართება", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა დევიდ ლინჩმა თბილისში სასწავლო დაწესებულების გახსნის გეგმაზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
რას შეასწავლის დევიდ ლინჩის კინოსკოლა საქართველოში

აღმოსავლური მუსიკალური ინსტრუმენტის, გიტარის თანხლებით პროგრამის დასაწყისში გაჟღერდება ნიკოლაი რერიხის ზღაპარი „სამეფოს საზღვარი". ლიტერატურულ-მუსიკალური პროგრამის ავტორ-შემსრულებლები სტეფან ხრისტანოვი და ევგენია ვოლშებნაიაა. მოგვიანებით გაიმართება ხელოვნებათმცოდნე იაროსლავ ბილინკინის საუბრები თემაზე „ძიებით შთაგონებული. XX საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურა".

საღამოში მონაწილეობას მიიღებს მუსიკალური კოლექტივი „არაგვი". პროგრამაში გაჟღერდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის მეგრულ ენაზე.

შემსრულებელთა შორისაა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები: სოფიკო ალანია (ვოკალი, ფანდური), ანასტასია ალანია (ვოკალი, დასარტყამი), თამარ პიროგოვა (ვოკალი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და კარინა კუსოვა (ვოკალი, ჰარმონიკა, გიტარა).

ღონისძიება ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0