პატრიარქი სპეცოპერაციის შესახებ: საქართველომ უდიდესი განსაცდელი გამოიარა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის უახლეს ისტორიაში კონტრტერორისტული ოპერაცია პირველად ჩატარდა

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ კონტრტერორისტულ ოპერაციას, რომელიც თბილისში ჩატარდა, საქართველოსთვის უდიდესი განსაცდელი უწოდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ვარაუდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

თბილისში ოთხშაბათს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. შედეგად დაკავებული ერთი ადამიანი, სამი – ლიკვიდირებულია. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომელი, ორი – დაიჭრა. ასევე დაიჭრა შსს–ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

„გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", — ბრძანა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვაზე.

წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების წევრები, რომლის წინააღმდეგაც ჩატარდა სპეცოპერაცია, უცხოეთის მოქალაქეები არიან. ამ ეტაპზე სუს–ი დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0