ვირუსები საქართველოში: ქვეყანაში 200 სახეობაა გავრცელებული

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებულ ვირუსებს შორის გრიპის ვირუსი არ არის

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 200-მდე ვირუსია გავრცელებული, რომელთა შორის არ არის გრიპის ვირუსი, თუმცა ინფექციონისტები მის გამოჩენას უახლოეს დროში ელოდებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსმა პაატა იმნაძემ.

ზუსტად როდის გამოჩნდება გრიპის პირველი ტალღა, სპეციალისტები ვერ აკონკრეტებენ. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, გრიპის სეზონი დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში დაიწყება.

„საქართველოში გავრცელებულ ვირუსებს ისეთი სიმპტომები ახასიათებთ, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, ხველა და სურდო", — განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ვირუსების დროს ანტიბიოტიკების მიღება ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აცრების დრო დადგა – საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

პროფილაქტიკისთვის სპეციალისტები მოსახლეობას აცრების გაკეთებას სთავაზობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული გრიპის ვაქცინა ქვეყანაში სექტემბერში შემოიტანეს.

მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებმა აცრა უფასოდ შეუძლიათ გაიკეთონ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება 18 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, დიალიზი) მქონე პირები, თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები და მათი მომსახურე პერსონალი.

რისკის ჯგუფში ასევე შედიან სამედიცინო დაწესებულებების მიმღებში მომსახურე, სასწრაფო დახმარების, რეანიმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების პერსონალი.

ფასიანი აცრის გაკეთება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებსა და პოლიკლინიკებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომლებშიც უკვე შეტანილია ფრანგული ვაქცინა. აფრის ფასი 30 ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0