თბილისში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედია სამი შესაძლო ტერორისტის დაშავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა თბილისში სპეცოპერაცია დაასრულა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდება სროლები და აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ.

სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ტელეკომპანია  Imedi-მა ტერორიზმში ბრალდებული სამი პირის დაშავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. სპეცრაზმელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ სპეცრაზმელი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0