სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციისას მოსახლეობის მძევლად აყვანის საფრთხეზე ისაუბრა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტან გომელაურმა არ გამორიცხა, რომ სპეცოპერაციისას დაჯგუფების მოქმედებები ოფიციალურად შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც „ტერორისტული აქტი“

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სპეცოპერაციის დროს საქმე ტერორისტებთან გვქონდა, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.

სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში თითქმის 24 საათს გაგრძელდა. დამნაშავეები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ. რაიონი გადაიკეტა, განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებები. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. 

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
შეიარაღებული დაჯგუფება, შესაძლოა, შეტევას აბრეშუმის გზის ფორუმზე ამზადებდა

„გვინდოდა, არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ. სერიოზული ჯგუფი იყო,“- აღნიშნა გომელაურმა. სწორედ ამის თავიდან აცილებაზე იყო მიმართული სპეცრაზმის მოქმედებები და სპეცოპერაცია დიდხანს ამიტომ გაგრძელდა.

გომელაურმა არ გამორიცხა, რომ სპეცოპერაციისას დაჯგუფების მოქმედებები ოფიციალურად შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც „ტერორისტული აქტი“.

სუს-ის უფროსმა გააკეთა კომენატრი გავრცელებულ მუქარებთან დაკავშირებით, რომლებიც დაჯგუფების ლიკვიდირების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა.

„რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ „ფეისბუქზე“ განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-შეტყობინებას”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ყველა წევრი, რომლის წინააღმდეგ ტარდებოდა სპეცოპერაცია — უცხო ქვეყნის მოქალაქეებია. ამ ეტაპზე სუს-ი არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.


ყველა ახალი ამბავი
0