შეიარაღებული დაჯგუფება, შესაძლოა, შეტევას აბრეშუმის გზის ფორუმზე ამზადებდა

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტების მსხვერპლი 50 ქვეყნიდან ჩამოსული მაღალჩინიოსნები შეიძლება გამხდარიყვნენ

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ არ გამორიცხა, რომ ქართველი ძალოვნების მიერ ოთხშაბათს ნეიტრალიზებული შეიარაღებული დაჯგუფება თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ შეტევის განხორციელებისთვის ემზადებოდა.

სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია გუშინ ღამით დაიწყო, პერიოდულად ახლდებოდა სროლები და ძლიერი აფეთქებები. ეჭვმიტანილები ისანი-სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, №156-ში მდებარე მე-9 კორპუსის მესამე სადარბაზოში იმყოფებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი.

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა

„საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება 28 ნოემბერს, როგორიც არის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელსაც დაესწრება უამრავი სტუმარი, იქნებიან ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრების რანგში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მზადება იყო დაკავშირებული ამ ფორუმთან“, — განაცხადა არეშიძემ TV Pirveli-ს ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ტერორისტების გამოჩენა საქართველოში მოსალოდნელი იყო.

„მაინც მოხდა ის, რასაც ჩვენ, ამ დარგში მომუშავე სპეციალისტები ვვარაუდობდით. ეს იყო ტერორისტული შეტევის მცდელობა, რასაც განიცდიან სხვა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები. ეს სავარაუდო იყო“, — აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოს დედაქალაქში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, რომელიც ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ერთგვარი პასუხია, 50-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი 28-29 ნოემბერს შეიკრიბება.

ფორუმს დაესწრებიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი და ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან 15-ზე მეტი მინისტრი.

ფორუმს ასევე დაესწრება აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  უენჩაი ჟანგი (WENCAI ZHANG) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პილო (ALAIN PILLOUX).


ყველა ახალი ამბავი
0