თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ანტიტერორისტული ოპერაცია უფრო აქტიურ ფაზაზე გადავიდა — სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე ღამიდან მიმდინარეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
სპეცოპერაციის ზონაში ორი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.
ამ დროისთვის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.
გარდა ამისა, სპეცოპერაციისას დაიჭრა სპეცრაზმის წევრი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.