იან კელი თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასშტაბური სპეცოპერაციის ადგილზე უსაფრთხოების უმკაცრესი ზომებია მიღებული და დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა, განაცხადა  ტელეკომპანია Rustavi2-თან საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შეფასებისას.

შესაძლო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მეცხრე კორპუსის მესამე სადარბაზოში არიან გამაგრებული, სადაც ორი ბინა იწვის. ადგილზე არ წყდება სროლისა და აფეთქების ხმები. 

ახმედ ჩატაევი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სპეცოპერაცია თბილისში, შესაძლოა, ჩატაევის მუქარას უკავშირდება

„ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ ის გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ მთავარი საკითხია გასათვალისწინებელი… როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას," — განაცხადა იან კელიმ.

სუს-ის განცხადებით, ეჭვმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან. სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი აღნიშნულ პირებთან ჩაბარების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილები ჩეჩნები არიან. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ სახლში ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც წარმოშობით პანკისიდან იყვნენ.

მასშტაბური სპეცოპერაციის ადგილზე უსაფრთხოების უმკაცრესი ზომებია მიღებული და დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.

ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი, რომლებიც საშიშ ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ, ევაკუირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0