უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

© FB / Zurab Pataradzeქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი აჭარაში
ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მოუწოდებენ მიიღონ არა უმაღლესი, არამედ პროფესიული განათლება - ეკონომიკის განვითარებისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი გახდება

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სურსათის სფეროს ტექნოლოგიები და აგრონომები — საქართველოს შრომის ბაზარზე დღეისათვის ორი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, განაცხადა პრესკონფერენციაზე დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ.

ელექტროგადამცემი ხაზების რემონტი - Sputnik საქართველო
სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება

ზოგიერთი მეწარმე კადრების პრობლემის გადაჭრას უცხოელი სპეციალისტების მოწვევით ცდილობს. მელაძის თქმით, საქართველოში სამუშაო ადგილები ნამდვილად არის, მაგრამ შეინიშნება კვალიფიციური კადრის ნაკლებობა.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი უმაღლესი და პროფესიული კოლეჯი უნდა ინტერესდებოდეს, რა მოთხოვნა იქნება ბაზარზე სამომავლოდ. 

„საქართველოში არსებობს ისეთი შეხედულება, რომ თუ დიპლომი არ აქვს ადამიანს, იგი არ ითვლება სპეციალისტად, რაც მცდარია. პროფესიული განათლება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან თავისუფალი სამუშაო ადგილები ადგილობრივი კადრით იყოს შევსებული“, — განაცხადა მელაძემ და აღნიშნა, რომ ის პირები, რომლებმაც დეპლომი მიიღეს, მაგრამ იმის იქეთ არაფერი იციან, სიტუაციის გაუმჯობესებას ვერ შეძლებენ.

მამაკაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან გუდიაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიქმნება

მელაძემ სამინისტროების 18-დან 14-მდე შემცირება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებში ამდენი ადამიანი იყოს დასაქმებული. ის დარწმუნებულია, რომ ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, საკმაოდ კვალიფიციური კადრია და მათ მიმართ დიდი მოთხოვნა იქნება ბაზარზე. მისი თქმით, მსოფლიოში გავრცელებულია ისეთი პოლიტიკა, რომ სწავლა სიკვდილამდეა შესაძლებელი და ეს ძალიან სწორი პოლიტიკაა, რადგან ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ ასაკში კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი სამუშაო ადგილის პოვნა უნდა შეძლოს.

პროფსასწავლებლების განვითარება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია განათლების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. უწყებას დაგეგმილი აქვს არამარტო პროფესიული სასწავლებლებისთვის დახმარების გაწევა და მათი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობასთან მოყვანა, არამედ სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. 


ყველა ახალი ამბავი
0