„დილის ხუთი საათიდან იატაკზე ვიწექით" - რას ყვება თვითმხილველი

© courtesy of "Kvira.Ge"სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში სპეცრაზმელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელშიც შესაძლო ტერორისტები არიან გამაგრებული, ჟურნალისტებს სპეცრაზმელების მხრიდან შენობის შტურმით აღების დროს განცდების შესახებ მოუთხრო.

ორი უცხოელი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე №156-ში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები მეცხრე კორპუსის მესამე სადარბაზოში არიან გამაგრებული, სადაც ორი ბინა იწვის. ადგილზე არ წყდება სროლისა და აფეთქების ხმები.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თვითმხილველი: ეჭვმიტანილები 2 წელია იმ ბინაში ცხოვრობენ, რომელსაც ახლა პოლიცია უტევს

„ჩვენ მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ლოკაცია მესამე სართულზეა — დიდი საშიშროება არ იგრძნობოდა, თუმცა, დაუცველობის შეგრძნება გვქონდა ყველას, მათ შორის ჩვენც. დილის 5 საათიდან იატაკზე ვიწექით", — განაცხადა სალომე კობახიძემ.

გოგონამ საცხოვრებელი ბინა მხოლოდ დილით დატოვა.

„ჩვენი ბინიდან კარგად ჩანს უშუალოდ ის ლოკაცია, სადაც ეს მოვლენები ხდებოდა. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, დავინახე რომ მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა, რომელიც კორპუსში მესამე სართულამდე გაჩენილ ხანძარს აქრობდა, სასწრაფო დახმარება და სპეცრაზმი. ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა, როდესაც აქტიური შეტაკება დაიწყო", — განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან დასძინა, სპეცოპერაციის ზონის მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგია, წყალი და გაზი დროებით გამოურთეს.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილები ჩეჩნები არიან. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ სახლში ჩეჩნების ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც წარმოშობით პანკისიდან იყვნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში სპეცრაზმელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0