თვითმხილველი: ეჭვმიტანილები 2 წელია იმ ბინაში ცხოვრობენ, რომელსაც ახლა პოლიცია უტევს

© courtesy of "Kvira.Ge"სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, დღეს დილით სამართალდამცველებმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც თბილისში უკვე 17 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, უკვე ორი წელია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს კორპუსის ევაკუირებულმა მცხოვრებლებმა უთხრეს.

მათი განცხადებით, ეჭვმიტანილები უცხოელები არიან და მანამდე რაიმე საეჭვო ქმედება  ამ პირების მხრიდან არ შეუმჩნევიათ.

კორპუსის მაცხოვრებელთა თქმით, სროლები ორმხრივი იყო და შტურმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი ბინები კორპუსის მეორე და მესამე სართულზე.

პატრული - Sputnik საქართველო
აფეთქებები და სროლა თბილისში - სპეცრაზმი შენობაზე შტურმს ახორციელებს

ორი ეჭვმიტანილის დაკავების სპეცოპერაცია თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  გასული საღამოდან მიმდინარეობს. ეჭვმიტანილები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იმყოფებიან, სადაც ორი ბინა იწვის.

ადგილზე არ წყდება სროლა, პერიოდულად ისმის აფეთქებების ხმა.

ბოლო ინფორმაციით, დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0