თბილისელები საჩვენებელი წვრთნების ხმამ შეაშინა

გამოწერა
თბილისის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ აფეთქებებისა და სროლის ხმა გაიგეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის მორიგი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო თოლორდავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სოციალურ ქსელში პანიკა გაჩნდა მას შემდეგ, რაც თბილისის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებმა დაწერეს, რომ აფეთქებების ხმა მოესმათ. თბილისელები დაძაბულ მდგომარეობაში არიან: ქალაქში ამ დროისთვის სპეცოპერაცია მიმდინარეობს — საქართველოს სპეცრაზმისა და პოლიციის ძალები წუხელ ღამით ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე გადაისროლეს — გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში შეიარაღებული ძალები გამაგრდნენ.

„ვაშლიჯვარში მორიგი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს. ის პერიოდულად იმართება. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არ არის არანაირი საშიშროება", — განაცხადა თოლორდავამ.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სროლა ახალი ძალით განახლდა - აფეთქებების ხმა კვლავ ისმის

სპეცოპერაციის ადგილზე კვლავ ისმის სროლის, ასევე აფეთქებების ხმა. ამ დროისთვის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, სავარაუდო ტერორისტები ეროვნებით ჩეჩნები არიან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0