წაიკითხე ქართულად - იმკურნალე სწორად

© photo: Sputnik / Stringerმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულომ მოიფიქრა თუ როგორ უნდა დაიწიოს მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგებიან, რომლის თანახმად 2018 წლის 1 ივლისიდან აფთიაქებმა ყველა მედიკამენტს ანოტაცია ქართუ ენაზე უნდა დაურთონ.

ამასთან, აფთიაქები ვალდებული არიან მედიკამენტის ცალობით შეძენის შემთხვევაში, პირველივე მოთხოვნაზე, მომხმარებელს ანოტაცია ქართულ ენაზე მიაწოდოს.

ცვლილებების თანახმად, მსგავსი ანოტაციის არარსებობა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტების ავტორების აზრით — თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისია — მსგავსი სიახლეები ხელს შეუწყობს კონკრეტული პრეპარატების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და რისკ-ფაქტორების შემცირებას.

ქალი აფთიაქში - Sputnik საქართველო
რატომ გაძვირდა მედიკამენტები - ექსპერტთა მოსაზრება

საქართველოში პაციენტებზე ზრუნვა ამით არ სრულდება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მთავრობის წევრებთან ერთად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესებისკენ, მათ შორის მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებისკენ არის მიმართული.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.

ყველა ახალი ამბავი
0