თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის და ლიტვური ფოტოსკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის ვიტას ლუცკუსის ნამუშევრების გამოფენა იხსნება შაბათს, 25 ნოემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მოგზაურობებიდან“ წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა პორტრეტების სერიას „პორტრეტები ახლოდან", რომელიც ლუცკუსმა1968-1986 წლებში შექმნა.
„ვიტას ლუცკუსის მიერ მოგზაურობების დროს შექმნილი პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფოტოჟურნალისტიკა ან სოციალური ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერა აღბეჭდავს ადგილობრივი ყოფის დეტალებსა თუ თვისებებს, ეს ყველაფერი ფოტოებში უბრალო ფონად რჩება, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მის ფოტოებში ჩანს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ანარეკლი — ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა ერების მატერიალურ და სულიერ კულტურას“, — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ვიტას ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოიფინება ფოტოკოლექცია ქართული სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის დაიბეჭდა და ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.
გამოფენის 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი, 3.
ვიტას ლუცკუსი — საკულტო ლიტველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები მის სიცოცხლეში ძალიან იშვიათად გამოიფინებოდა. ლუცკუსი ფოტოგრაფიით 20 წლის ასაკიდან დაინტერესდა. ის ბევრს მოგზაურობდა, მუშაობდა სხვადასხვა თემაზე. მის პორტფოლიოს მრავალრიცხოვანი სერიები შეადგენს. ეს არის „კოლეგები“, „მიმები“, „თბილისში“, „აზერბაიჯანში“, „ბაშკირეთში“, „თვალსაზრისი ძველ ფოტოზე“. მიუხედავად ფოტოების უნიკალური მხატვრული მეთოდისა და ემოციურობისა, დიდი ყურადღება მათ მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაიმასახურეს.
მშობლიურ ლიტვაში ვიტას ლუცკუსს ხშირად კონცეპტუალური ფოტოგრაფიის დამდუძნებელს ეძახიან. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობისას მხატვარი მაინც დარჩა რეპორტაჟის ერთგული — ჟანრისა, რომლით დაიწყო მისი საქმიანობა. მისი გმირებია გლეხები, ბავშვები, შემთხვევითი გამვლელები.