თუშეთის სოფლებს ზამთარში ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება

© courtesy of Tusheti Protected Areasთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთარში თუშეთის სამ სოფელში სულ 21 ადამიანი დარჩა. ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდის″ გადაწყვეტილებით, მათ ინტერნეტი უფასოდ მიეწოდებათ

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik.  წელს ზამთარში თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება. ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი" მიმდინარე ზამთარს  ინტერნეტის მომსახურების საფასურს მათ სრულად დაუფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.

წელს ზამთარში მოსახლეობა თუშეთის მხოლოდ სამ სოფელში დარჩა, სულ 21 ადამიანი: ომალოში — 17, შენაქოში — 3, ბოჭორნაში კი —  1. ინტერნეტი მათთვის უფასო იქნება 6 თვის განმავლობაში: ნოემბრის თვიდან აპრილის თვის ჩათვლით. ინტერნეტი უფასო იქნება მთაში პერიოდულად, ან საახალწლოდ დაბრუნებული თუშებისთვისაც — აღნიშნულია ინფორმაციაში.

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში  ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა. თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა. აგრეთვე პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ფარგლებში აგებული ქსელი საკუთრებაში გადაეცა ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდს“, რომელიც ქსელის ოპერირებას და ბოლო მომხმარებლებთან საინსტალაციო სამუშაოებს აწარმოებს.

თუშეთის სოფელი - Sputnik საქართველო
ინტერნეტი თუშეთში უკვე ხელმისაწვდომია

ფონდის წარმომადგენლის, ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ზაფხულში Wi-Fi ინტერნეტს დაახლოებით 50-მდე აბონენტი ჰყავდა და 2018 წლის სეზონზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.

ფიზიკური პირებისთვის არსებობს 30 ლარიანი, 50 ლარიანი და 150 ლარიანი ინტერნეტ–პაკეტები. მეწარმეებისთვის კი ინტერნეტ-მომსახურების საფასური, შესაბამისად, 50, 100 და 200 ლარია.

გომეწრის ხეობის, ასევე პირიქითა თუშეთის რამდენიმე სოფელსა და წოვათაში, სადაც სატელეფონო კავშირი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება Wi-Fi ინტერნეტია.

თუშეთში 50-მდე სოფელია, თუმცა უმეტესობა დაცლილია. მუდმივად მხოლოდ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.  ზოგიერთ სოფელში კი მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. თუშეთში სეზონურად 20–ზე მეტი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.


ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0