თბილისის მოსწავლეებს წყლის დაზოგვას ასწავლიან

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. წყალგამანაწილებელმა კომპანია Georgian Water and Power-მა დაიწყო კამპანია „დაზოგე წყალი — გაუფრთხილდი გარემოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

GWP-ის წარმომადგენლებმა ვაკე-საბურთალოს რაიონის ყველა სკოლაში ტრენინგები ჩაატარეს და ბავშვებს წყლის რესურსის გაფრთხილებისა და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. თვის განმავლობაში კამპანიას დედაქალაქის სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია, ადამიანების მხრიდან არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის უვარგისს ხდის", — განაცხადა GWP —ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
GWP: თბილისის სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წამოწყება კარგი შესაძლებლობაა არაფორმალური განათლების მიღებისათვის. მსგავსი ინიციატივები მოზარდებს ხელს შეუწყობს გააცნობიერონ, რომ თითოეული ადამიანი გარემოს ნაწილია.

GWP-ის წარმომადგენლები ყველას მოუწოდებენ ტყუილუბრალოდ არ დახარჯონ წყალი, რამდენადაც ადამიანების ხარისხიანი წყლით მომარაგება — რთული და შრომატევადი საქმეა.

თბილისი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც წყლის დალევა პირდაპირ ონკანიდან შეიძლება. იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობამ 24-საათიან რეჟიმში სუფთა წყალი მიიღოს, წყლის ხარისხი ყოველ საათში მოწმდება.

წყალი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციასა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

წყლის ონკანი - Sputnik საქართველო
თბილისში წყლის ხარისხი საათში ერთხელ მოწმდება

თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია, მათ შორის, მუხრანის ველის წყალსადენი, ნატახტრის ახალი წყალსადენი, ბულაჩაურის წყალსადენი და ა.შ.

თბილისის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება და მისი მომხმარებელზე განაწილება. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მოსახლეობა წყალს უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში იღებს.

რაც შეეხება ლაბორატორიებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ხარისხის კონტროლს, ისინი განთავსებული არიან კომპანიის ყველა სათავო ნაგებობებში — სამგორის რაიონში, საგურამოსა და ბულაჩაურში. თავის მხრივ, ლაბორატორიის გამართულ მუშაობას ყურადღებას აქცევს ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ღრმაღელეში მდებარეობს.

ყველა ლაბორატორიას აკრედიტაცია აქვს გავლილი და თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი.

წყლის ხარისხის ლაბორატორიული მონიტორინგი დედაქალაქის 373 წყალსადენზე ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0