GWP: თბილისის სასმელი წყალი სტანდარტებს შეესაბამება

© photo: Sputnikსტიქიის შედეგების ლიკვიდაცია
სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თბილისის მოსახლეობა 14 ივნისის წყალდიდობის შედეგად სასმელი წყლის დაბინძურების რისკების შესახებ გააფრთხილა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის სასმელი წყალი საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამება, იუწყება სამშაბათს, 16 ივნისს კომპანია Georgian Water and Power (GWP).

მანამდე საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თბილისის მოსახლეობა 14 ივნისის წყალდიდობის შედეგად სასმელი წყლის დაბინძურების რისკების შესახებ გააფრთხილა. 

”თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი 2015 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამება. დღეს დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით” გათვალისწინებულ პარამეტრებს”, — აღნიშნულია განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0