საქართველოში „პატრიარქის ცერბერი" დააპატიმრეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშისაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტაბულას" ჟურნალისტებზე მუქარისთვის დაკავებული გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონდ "ტაბულა მედიის" თანამშრომლის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საუბარი ეხება გასულ კვირაში მომხდარ ინციდენტს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი ფონდ „ტაბულა მედიის" ოფისში მივიდა და ჟურნალისტების, კერძოდ კი გადაცემა „საუბრები რელიგიაზე" წამყვანის, ლევან სუთიძის მიმართ აგრესია გამოავლინა.

„ქართველთა მარშის“ მონაწილეები თბილისში - Sputnik საქართველო
პოლიციამ „ქართული მარშის“ ოთხი აქტივისტი დააკავა

მამაკაცი მათ წარუდგა როგორც „პატრიარქის ცერბერი" და თანამშრომლებს ოფისის დაცლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწვით დაემუქრა.

„ტაბულა მედიის" თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ბრალდებული დაკითხა და სისხლის სამართლის საქმე „მუქარის" მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

ფონდ „ტაბულა მედიას" ეკუთვნოდა ტელეკომპანია „ტაბულა", რომელიც 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით საქმიანობდა. დღეს ყველა გადაცემა „ტაბულას" საინფორმაციო პორტალზე და Facebook-გვერდზე გადის.

ფონდ „ტაბულა მედიის" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების ექს-მდივნის, ამჟამად პარტია „ევროპული საქართველოდან" საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გიგა ბოკერიას მეუღლეა. ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ცნობილი არიან თავიანთი ლიბერალური შეხედულებებით. კრიტიკოსებმა ისინი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

ყველა ახალი ამბავი
0