საქართველოში 1000-მდე საჯარო სკოლა შეშით მოამარაგეს

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიშეშა
შეშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სრულად მომარაგებულია რეგიონის 9 სკოლა. მომდევნო წლებში სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების გარდა, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მოამარაგებს საშეშე მერქნით.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1000 საჯარო სკოლა შეშით მოამარაგა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინიციატივა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაიწყო და ის ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რომ შეშის ორგანიზებული გაცემა არა მარტო ეხმარება ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებს, არამედ ხელს უწყობს ტყის რესურსის გამოყენების ეფექტური მექანიზმის შექმნას.

ამ დროისათვის სრულად მომარაგებულია რეგიონის 9 სკოლა. მომდევნო წლებში სატყეო სააგენტო საჯარო სკოლების გარდა, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მოამარაგებს საშეშე მერქნით.

შეშა - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებს ზამთრისთვის შეშით ამარაგებენ

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ზამთარში გასათბობად ადგილობრივ ტყეებში დამზადებულ შეშას იყენებს. ტყის უკანონო ჩეხვის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობის შეშით ეტაპობრივი მომარაგება დაიწყო.

სატყეო სააგენტომ თავის თავზე აიღო სხვადასხვა საჭიროებისთვის ხეების მოჭრის ვალდებულება, რადგან უწყებაში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ტყის ჩეხვის წესების გამკაცრების მიზნით ტყის ახალი კოდექსი შეიმუშავა.

ამჟამად ხის უკანონო მოჭრისთვის დაწესებულია 500-ლარიანი ჯარიმა, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარამდე იზრდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ტყის ჩეხვის ნულოვანი მაჩვენებელი აჩვენა.

საქართველოში ტყეებს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 40% უკავია.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0