საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა

© FB / FC Rustaviსაფეხბურთო კლუბი „რუსთავი“
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კლუბს გარანტირებული აქვს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობაში პირველი ადგილი

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ სამი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა და მომდევნო სეზონზე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

პირველი ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში „რუსთავმა“ სახლში „ვიტ ჯორჯიას“ ანგარიშით 2:0 მოუგო, დააგროვა 83 ქულა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ეროვნულ ლიგაში პირველი ადგილი და ავტომატური კვალიფიკაცია „დაიბევა“.

საქართველოს თასი - Sputnik საქართველო
ცნობილია ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშების თარიღი

საანგარიშო ტურის შემდეგ გამოვლინდა ასევე ორი გუნდი, რომლებიც მომდევნო სეზონზე ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ეს არის მარტვილის „მერანი“ (მეორე ადგილი) და ბოლნისის „სიონი“ (მესამე ადგილი).

მათი მეტოქეები, სავარაუდოდ, ბათუმის „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი“ გახდებიან, რომლებიც ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შესაბამისად მერვე და მეცხრე ადგილებს იკავებენ.

„რუსთავის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალი ჩემპიონატის წინ გუნდმა ძალები უნდა მოიკრიბოს, რათა საქართველოს ფეხბურთის ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველივე სეზონზე ევროთასზე ბრძოლა დაიწყოს.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში „რუსთავი“ ბოლოჯერ 2014/2105 სეზონზე გამოვიდა, როდესაც 14-ე ადგილი დაიკავა და თბილისის „ლოკომოტივთან“ ანგარიშით 0:5 დამარცხდა.


ყველა ახალი ამბავი
0