თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2 დეკემბერს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
თასს, რომელიც დავით ყიფიანის სახელს ატარებს, გაითამაშებენ საჩხერის „ჩიხურა" და თასის მოქმედი მფლობელი — ქუთაისის „ტორპედო".
სფფ-ის ინიციატივით, თასის გათამაშება ზედიზედ უკვე მესამედ თბილისის საზღვრებს გარეთ იმართება. აქამდე ასეთი პატივი ქუთაისსა და ზესტაფონს ერგო.
მატჩი გორში 15:15 საათზე დაიწყება და ტრანსლირებული იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.