თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ტრავმის შემდეგ ვარჯიშს შეუდგა, აღნიშნულია მოსკოვის გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ფეხბურთელს ამ დღეებში რომში მოხსნეს თაბაშირი, რის შემდეგ ის „სპარტაკის" ბაზაზე დაბრუნდა და სავარჯიშო დარბაზში პირველი ვარჯიში ჩაატარა. თავად ნახევარმცველის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. შემდეგ გეგმურ გამოკვლევაზე ის იტალიაში 10 დეკემბერს გაემგზავრება.
ანანიძემ ტრავმა მარცხენა ტერფის მყესის სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ჩემპიონატის ფარგლებში „ანჟის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. მას ოქტომბრის შუა რიცხვებში ოპერაცია რომში ჩაუტარდა.
როდის შეძლებს ანანიძე საბოლოოდ აღდგენასა და მოედანზე გასვლას, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.