თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს რომის ერთ-ერთ კლინიკასი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველ ნახევარმცველს მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მყესებზე ორსაათანი ოპერეაცია ჩაუტარდა. უახლოეს დღეებს ფეხბურთელი კლინიკაში გაატარებს, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
როდის დაუბრუნდება ანანიძე თამაშს, არ სახელდება.
ანანიძემ ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის XI ტურის „ანჟის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.
მიღებული დაზიანების გამო ნახევარმცველმა ვერ მიიღო მონაწილეობა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ მატჩში, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა უელსის (0:1) და სერბეთის (0:1) წინააღმდეგ გამართა.