თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. „მის საქართველო 2017“-ის ფინალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 26 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 25 წლამდე ასაკის გასათხოვარ გოგონებს შეეძლოთ. კონკურს „მის საქართველო 2017“-ის გამარჯვებულები და ტოპ-ხუთეულის წევრები სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.
წელს საქართველოს ულამაზესი ქალის წოდებისთვის 20 კონკურსანტი იბრძვის: ნინი აბრამიშვილი, ნია წივწივაძე, მედეა გეჯაძე, ნელი ბოლოთაშვილი, ნინი მაკაცარია, მარიამ დონაძე, ანასტასია აბრამიშვილი, ანა ქადაგიშვილი, დინა პარპალია, ნინო სულხანიშვილი, ლარა იანი, გვანცა ვახტანგიშვილი, ზამირა მოსიძე, ნათია ლაბაძე, გვანცა მინაშვილი, ნატალია წიკლაური, არიანა ობოლაძე, ანა კობაძე, თამთა გერმანიშვილი და ნინო ქურდაძე.
ღონისძიების ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრი", რომელიც აგრეთვე საქართველოში სილამაზის საერთაშორისო კონკურსების "მის მსოფლიო", "მის სამყარო" და "მის ინტერკონტინენტალის" ექსკლუზიური წარმომადგენელია.
ბათუმში კონკურსი „მის საქართველო 2017“ ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. შოუ 19:00 საათზე დაიწყება.
სილამაზის კონკურს "მის საქართველო — 2015"-ის გამარჯვებული თბილისელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. 2016 წელს კონკურსი არ ჩატარებულა.