„მის ევრაზია 2017"-ის ტიტული ქართველმა გოგონამ მოიპოვა

© FB / Meri Tarielashviliმერი ტარიელაშვილი
მერი ტარიელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოდელი ევრაზიის კონტინენტის ლამაზმანებს შორის საუკეთესო გახდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სააგენტო „კატრინის" ქართველი მოდელი მერი ტარიელაშვილი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Future fashion faces world „მის ევრაზია 2017"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. კონკურსის ფინალი თურქეთის კურორტ ანტალიაში 11 ნოემბერს გაიმართა.

სილამაზის კონკურსზე ერთმანეთის კონკურენტი 20 ქვეყნის 40 წარმომადგენელი იყო. ტარიელაშვილმა ეროვნულ კონკურსზე Future fashion faces Georgia ივლისში გაიმარჯვა და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის უფლება მიიღო.

„მსოფლიო კონკურსზე გამარჯვებულები კონტინენტების მიხედვით შეარჩიეს, და ჩვენი მერი გახდა ნომინაცია „მის ევრაზიის" მფლობელი. ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ამაყი ვარ, რომ კვლავ შევძელით საქართველოს დროშის აფრიალება სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე. სილამაზის კონკურსი მოდელებისთვის უზარმაზარი გამოცდილებაა, რადგან ერთ კონკურსში მონაწილეობა ათ ჩვენებას უდრის", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.

© FB / Meri Tarielashviliმერი ტარიელაშვილი
Грузинская модель Мери Тариелашвили - Sputnik საქართველო
მერი ტარიელაშვილი

კონკურსზე მერი გავიდა ტრადიციულ ქართულ ეროვნულ სამოსში, ასევე მონაწილეობდა ისეთ ტურებში, როგორიცაა: წითელი და თეთრი კაბები, დიზაინერული სამოსი და Fashion vision, სადაც მოდელები თავად ირჩევენ სამოსს, რომლითაც ჟიურის წინაშე უნდა წარდგნენ, რათა თანამედროვე მოდის საკუთარი ხედვა აჩვენონ.

„საკმარისი არ არის, მარტო ლამაზი იყო. ამ კონკურსზე ასევე პროფესიონალი მოდელიც უნდა ყოფილიყავი, გარკვეული კრიტერიუმების შესატყვისი. ჟიური ერთი კვირის განმავლობაში გვაფასებდა. გადაღებები, შეხვედრები, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში იწყებოდა დილის რვა საათზე და ღამის სამ საათზე მთავრდებოდა. არ დავმალავ, რთული იყო, ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ რომელია ადვილი პროფესია? დიდი გამოცდილება მივიღე, თვითრეალიზაცია შევძელი", — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ტარიელაშვილმა.

© FB / Meri Tarielashviliმერი ტარიელაშვილი
Грузинская модель агентства Катрин Мери Тариелашвили - Sputnik საქართველო
მერი ტარიელაშვილი

კონკურსის შემდეგ მერიმ მოდის უცხოური სახლებიდან ბევრი წინადადება და მიწვევა მიიღო. თურქმა დიზაინერებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და მისი პორტფოლიოს გადასაღებად თბილისში ჩამოსვლას აპირებენ.

„ვიმუშავე რამდენიმე სამოდელო სააგენტოსთან, მაგრამ არჩევანი „კატრინზე" შევაჩერე. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. უკვე მივიღე მოწვევა ორი საერთაშორისო კონკურსიდან, რომლებიც მომავალ წელს გაიმართება. მათ შორისაა Best global of the world, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდება. ამ კონკურსში ნაომი კემპბელი მონაწილეობდა", — აღნიშნა ტარიელაშვილმა.

© FB / Meri Tarielashviliმერი ტარიელაშვილი
Грузинская модель агентства Катрин Мери Тариелашвили - Sputnik საქართველო
მერი ტარიელაშვილი

ტარიელაშვილი სამოდელო ბიზნესში უკვე 10 წელია მოღვაწეობს. პროფესიით ფსიქოლოგია. ამბობს, რომ სამოდელო კარიერა სწავლასა და სპეციალობით მუშაობაში ხელს არ უშლის.

„დამიჯერეთ, რომ ერთი პროფესია მეორეს სულ არ უშლის ხელს. მომწონს ჩემი საქმე. ყოველი წარმატება სტიმულს მაძლევს და უფრო მეტის გაკეთება მინდება. ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ანტალიაში ფოტოსესიისთვის მხოლოდ ხუთი გოგონა შეარჩიეს, მათ შორის, მეც. სასიხარულო იყო ფოტოსესიაში მონაწილეობა", — აღნიშნა ტარიელაშვილმა.

© FB / Meri Tarielashviliმერი ტარიელაშვილი
Грузинская модель Мери Тариелашвили - Sputnik საქართველო
მერი ტარიელაშვილი

ამჟამად მოდელი სილამაზის მომავალი კონკურსებისთვის ემზადება და განაგრძობს ფსიქოლოგიის სფეროში ცოდნის გაღრმავებას. როგორც თვითონ ამბობს, მოსაზრება, რომ მოდელებს მხოლოდ კამერების წინ პოზირება შეუძლიათ, წარსულს ბარდება. დღეს ისინი უნდა იყვნენ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჭკვიანიცა და საზრიანიც. თუ გოგონას სამოდელო ბიზნესში წარმატების მიღწევა რეალურად სურს, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ ცოდნასაც, აცხადებს პროფესიონალი მოდელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0