ჩინეთის მოსახლეობამ 1 მლრდ 399 მლნ კაცი შეადგინა

© REUTERS / Natalie Thomasჩირაღდნების ფესტივალი ჩინეთის პროვინცია სიჩუანში
ჩირაღდნების ფესტივალი ჩინეთის პროვინცია სიჩუანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის დასრულებულია ერთიანი ეროვნული მონაცემთა ბაზის ფორმირება, რომელშიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის მონაცემები ინახება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობამ 1 მლრდ 399 მლნ კაცს მიაღწია, სწორედ ამდენი მოქალაქეა დარეგისტრირებული მოსახლეობის საერთო ეროვნულ მონაცემთა ბაზაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით.

სიამის ნიანგი - Sputnik საქართველო
ჩინეთში ზოოპარკიდან 78 ნიანგი გაიქცა

სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, ამ დროისათვის დასრულებულია ერთიანი ეროვნული მონაცემთა ბაზის ფორმირება, რომელშიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის მონაცემები ინახება. ბაზაში რეგისტრაცია მხოლოდ პირადობის მოწმობის ნომრის მიხედვითაა შესაძლებელი.

აღნიშნული მონაცემთა ბაზა სოციალური სერვისების — მათ შორის, პენსიების, სამედიცინო დაზღვევისა და ქორწინების რეგისტრაციის ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა. სამუშაოში, სამოქალაქო უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობდნენ განათლების, ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების, სამოქალაქო ადმინისტრაციის სამინისტროები.

ყველა ახალი ამბავი
0