ჩინეთში ზოოპარკიდან 78 ნიანგი გაიქცა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისიამის ნიანგი
სიამის ნიანგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეპტილიებმა „გაქცევა“ ტერარიუმში რემონტის დროს მოაწყვეს

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ზოოპარკიდან ნიანგის 78 ნაშიერი გაიქცა, იუწყება РИА Новости გაზეთ Daily Mail-ზე დაყრდნობით.

გამოცემა იუწყება, რომ ნიანგებმა გაქცევა ტერარიუმში რემონტის დროს მოაწყვეს. ზოოპარკმა 73 რეპტილიის დაბრუნება უკვე მოახერხა.

ზოოპარკის თანამშრომლის თქმით, გაქცეული ნიანგები ადამიანს საფრთხეს მანამ არ შეუქმნიან, სანამ არ გაიზრდებიან.

დაკარგული ნიანგები სიამის ნიანგების ოჯახიდან არიან და გადაშენების პირას იმყოფებიან. ჩინეთში მათი ხორცი დელიკატესაც მიიჩნევა. ეს რეპტილიები საკუთარი ტყავის გამო ბრაკონიერების მსხვერპლიც ხშირად ხდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0