Sputnik-ის მკითხველები საქართველოში სამინისტროების შემცირებას პოზიტიურად აფასებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ტრიბუნა
მთავრობის ტრიბუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს" მკითხველებმა საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები შეაფასეს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობა საქართველოში სამინისტროების შემცირების ინიციატივას მართებულად მიიჩნევს.

კითხვაზე „როგორ აფასებთ საქართველოში სამინისტროების რიცხვის შემცირებას?" მკითხველთა 61,6%-მა უპასუხა, რომ „ცვლილებები საჭიროა, სახელმწიფო აპარატი გაბერილია".

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
რა ელის მინისტრთა კაბინეტს: ფასადური ცვლილებები თუ მოსახლეობის ინტერესები

19,2% მიემხრო ვერსიას „ეს უბრალო მორიგი გადაადგილებებია".

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია მკითხველთა 19,2%-სთვის სულერთია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება 13 ნოემბერს გააკეთა. ოთხშაბათს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ხარჯების შემცირებითა და უფრო ეფექტურად მუშაობის სურვილით ახსნეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად აღარ იფუნქციონირებენ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აღნიშნული სტრუქტურები ერთმანეთს ან სხვა სამინისტროებს უერთდებიან.

ერთ სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროები კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. სპორტის საკითხებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დაკავდება, ახალგაზრდობის საკითხებით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტი საქართველოს მთავრობაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს ელოდება

რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, ისევე, როგორც ერთი წლის წინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. ეკონომიკის უწყებას სათავეში ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაუდგა, ფინანსთა მინისტრი კი მამუკა ბახტაძე გახდა, რომელიც მანამდე "საქართველოს რკინიგზას" ხელმძღვანელობდა.

© Sputnik / Maria Tsimintiaროგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0