სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ქუჩაში სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია ახალი წლის ღამეს
საპატრულო პოლიცია ახალი წლის ღამეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული თავდასხმის მიზეზებს ვერ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი სერიალში მის როლს უკავშირდება

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საბა უგრეხელიძე საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

როგორც თავად უგრეხელიძე საუბრობს, მას ყაზბეგის გამზირზე თავს დაესხა 15-მდე ადამიანი, სცემეს, თავში ჩაარტყეს და მკერდის არეში დანით დაჭრეს. 

საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი თავისუფალია

მსახიობი ახლომდებარე საავადმყოფომდე დამოუკიდებლად მივიდა. ექიმებმა ჭრილობების დამუშავების შემდეგ ის კლინიკაში დატოვეს. ამჟამად მსახიობის მდგომარეობა სტაბილურია.

უგრეხელიძე თავდასხმის მიზეზებს ვერ ასახელებს, თუმცა იხსენებს, რომ თავდამსხმელები სერიალში მისი გმირის სახელს ახსენებდნენ, სადაც ის თბილისელი ძველი ბიჭების მეგობარს ასახიერებს.

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი თავდასხმის მომენტში ყაზბეგის ქუჩაზე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ მსახიობი და მისი მეგობარი უკვე დაკითხა. პოლიციამ ასევე  თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0