ბარში შესულ ქალბატონს 109 ათას დოლარად ღირებული ქურქი მოპარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქურქების გამოფენა
ქურქების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში მდებარე ბარში შესულ ქალბატონს 650 000 რუბლად (109 ათასი დოლარი) ღირებული ქურქი მოპარეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.

ფაიფურის ჭადრაკი - Sputnik საქართველო
როგორ დაუბრუნა თბილისელმა ქურდმა „პეშკამ“ სახელგანთქმულ მოჭადრაკეს მილიონიანი ჭადრაკი

„1981 წელს დაბადებული ქალბატონი დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა ზემლიანოი ვალის #9-ში მდებარე ბარში, გაიხადა ქურქი და ბარის სადგომთან სკამის საზურგეზე გადაკიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ქურქი ადგილზე არარ იდო, რის შესახებაც პოლიციაში განაცხადა“, — აცნობეს სააგენტოს პოლიციაში.

სამართალდამცველების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0