ქართველი მოდელი პორტუგალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა

© photo: Maria Mamuchashvili / FBმარიამ მამუჩაშვილი
მარიამ მამუჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ მამუჩაშვილმა 40 ქვეყნის 80 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 20 წლის ქართველმა მოდელმა მარიამ მამუჩაშვილმა სამოდელო კონკურსში Best global of the year — 2017 გაიმარჯვა, რომელიც პორტუგალიაში 17 ნოემბერს ჩატარდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ლისაბონიდან.

მამუჩაშვილი პორტუგალიაში სამოდელო სააგენტო „კატრინს" წარმოადგენდა. სააგენტოს დამფუძნებლის, ეკა მგალობლიშვილის განცხადებით, ეს მოდელების ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე ქართველის გამარჯვების პირველი შემთხვევაა.

„ეს დიდი მოვლენაა, ემოციებით ვარ სავსე. მადლობა მარიამს, რომ საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა და პირველი ადგილისთვის იბრძოლა. სამწუხაროდ, მის გვერდით არ ვიყავი, რომ ეს სიხარული გამეზიარებინა. ჩინეთში, სხვა სამოდელო კონკურსზე Miss model of the world ვიმყოფები და დიდი იმედი მაქვს, რომ აქედანაც გამარჯვებული დავბრუნდებით. დაე, ქართულმა სილამაზემ მთელი მსოფლიო დაიპყროს", — განუცხადა მგალობლიშვილმა „Sputnik-საქართველოს".

მერი ტარიელაშვილი - Sputnik საქართველო
„მის ევრაზია 2017"-ის ტიტული ქართველმა გოგონამ მოიპოვა

მამუჩაშვილი კონკურსზე ქართველი დიზაინერების სამოსით წარდგა.

კონკურსში Best global of the year — 2017 მსოფლიოს 40 ქვეყნის 80 კონკურსანტი მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფოტოსესიაში, ღონისძიებასა და ჩვენებაში. ქართველმა მოდელმა შეძლო ყველა კასტინგის გავლა და პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე მოხვედრა. ჭაბუკთა შორის გამარჯვებული პორტუგალიელი როდრიგო სიმაო გახდა.

როგორც მგალობლიშვილმა განაცხადა, მამუჩაშვილთან კონტრაქტის გაფორმებას წამყვანი იტალიური სამოდელო სააგენტო Major Models Managment აპირებს. ის ქართველ მოდელს გადაიღებს უცხოური ჟურნალებისა და ინტერნეტ-გამოცემებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0