თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირში შენგენის ზონაში წამსვლელ უცხოელ მოქალაქეთა ავტომატური რეგისტრაციის ახალი პროექტი დაამტკიცეს.
ევროკავშირის საბჭომ დირექტივის პროექტი დაამტკიცა, რომელიც გულისხმობს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შენგენის ზონის საზღვრებში შესვლა-გასვლის, ასევე შენგენში შესვლის უარის ავტომატური რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებას, განუცხადეს РИА Новости-ს ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში.
ახალი სისტემა გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტის საკნირებას ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შენახვის მიზნით. ამჟამად შენგენის ზონაში შესვლა-გამოსვლისას უცხოელთა პასპორტებში შტამპი დაისმევა. მიგრაციის სამსახურები აღნიშნავენ, რომ შტამპები ხშირად ყალბია.
„ჩვენი მიზანია — ევროკავშირის გარე საზღვრების კონტროლის გაუმჯობესება, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და მიგრაციული ნაკადების მართვის გაუმჯობესება“, — განაცხადა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრას ავრამოპულოსმა.
ავტორიზაციის ახალი პროცედურა მოიცავს: რეგისტრაცია ვებგვერდზე, სწავლისა და სამუშაოს შესახებ მონაცემების შევსება შესაბამისი დოკუმენტების სკანირებით, და ასევე 10 ევროს გადახდა. ბავშვებისა და 60 წელს ზევით ასაკის ადამიანებისთვის გადასახადი დაწესებული არ არის. უცხოელი მოქალაქე 72 საათის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლის თანხმობას ან უარს მიიღებს.
ეს სისტემა გავრცელდება უცხოელებზე, რომლებიც ევროკავშირში ვიზით შედიან, და ასევე იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზე, რომლებსაც ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო რეჟიმი გააჩნიათ (180 დღის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა). ყველა მონაცემები შეინახება 3 წლის გნმავლობაში, ხოლო შენგენში ყოფნის ვადაგადაცილებულთა მონაცემები — 5 წლის განმავლობაში.
საზღვრის გადაკვეთის კონტროლის ახალი სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან გეგმავენ.