ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სამშობლოში 3 000 მოქალაქე არ დაბრუნდა

© photo: Sputnik / Maxim Blinovთვითმფრინავი Airbus A330
თვითმფრინავი Airbus A330 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც ევროკავშირში წასვლის შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნებულან, შეიძლება წასულიყვნენ უკრაინაში, ბელარუსში ან სხვა ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმი აქვთ, ამიტომ მათ არ შეიძლება ეწოდოთ ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების დამრღვევი პირები.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს 3 ათასი მოქალაქე დროულად არ დაბრუნებულა სამშობლოში ევროკავშირში უვიზო ვიზიტის შემდეგ, იუწყება РИА Новости შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე შალვა ხუციშვილზე დაყრდნობით.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. ოთხ თვეში ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

თელ-ავივის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქართველი არალეგალები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებას სასჯელის გარეშე შეძლებენ

ხუციშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ "სამ ათას ადამიანს ჯერჯერობით არ შეიძლება ეწოდოს დამრღვევი პირი, რადგან ისინი შეიძლება გადასულიყვნენ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც საქართველოსთან ასევე უვიზო რეჟიმი მოქმედებს". მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ პირთა იდენტიფიცირება უკვე მოახდინა.

"შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი — ბელორუსში, ზოგი — თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ–ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს", — მოჰყავს ხუციშვილის სიტყვები სააგენტო "ინტერპრესნიუსს".

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სტუმრობენ ევროპის იმ ქვეყნებს, რომელთა მიმართულებით საქართველოდან პირდაპირი ავიარეისები სრულდება, მათ შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, საბერძნეთი.

ყველა ახალი ამბავი
0