„აბრეშუმის გზა“ თბილისში 50-ზე მეტი ქვეყნიდან წარმომადგენელს შეკრებს

გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან“ მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების დაინტერესება აღნიშნა

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, რომელიც ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ ერთგვარი პასუხია, 50-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი 28-29 ნოემბერს შეიკრიბება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პრესკონფერენციაზე.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლის შემდეგ  მეორედ ჩატარდება. ღონისძიებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.

„ჩვენთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე არის დიდი დაინტერესება. ჩვენ მაღალი რანგის 35 მონაწილისგან და 50 ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისგან  ფორუმში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე გვაქვს. ეს ფორუმი ემსახურება ინიციატივას, რომელიც ჩინეთის მთავრობის მიერ იყო დაანონსებული და ერთ-ერთი პირველი ქვეყანამ რომელიც მას გამოეხმაურა, საქართველო იყო. ეს არის „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა „ერთი სარტყელი — ერთი გზა“. მოცემულ  ფორუმზე ჩვენ ამ ინიციატივაზე გვსურს რეაგირება“, — განაცხადა არველაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფორუმს დაესწრებიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, სლოვენიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი და ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან 15-ზე მეტი მინისტრი.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო „აბრეშუმის გზის პროექტის“ განვითარების დეკლარაციას შეუერთდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.  პირველ პანელურ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვასა და უკრაინის პრემიერები, სლოვენიის საგარეო მინისტრი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  უენჩაი ჟანგი (WENCAI ZHANG) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პილო (ALAIN PILLOUX).

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო Biltmore-სა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

პანელური სესიის მოდერატორებად  მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები გამოვლენ — BBC-ის ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი, Deutche Welle-ს მთავარი პოლიტიკური ჟურნალისტი მელინდა კრეინი და საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მთავარი რედაქტორი ალექს ტრელფოლი.

პანელური სესიების მთავარი თემები იქნება ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი,

ფორუმის პირველ დღეს — 28 ნოემბერს,  სადისკუსიო პანელები სხვადასხვა თემებზე გაიმართება, მეორე დღეს — 29 ნოემბერს კი საქართველოს საინვესტიციო გარემოს განხილვა და კერძო და საჯარო სექტორების პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც თბილისში პირველად 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.

დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი დაესწრება

აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.

საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქმნება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო მონაკვეთი ბაქო-თბილისი — ყარსი და ანაკლიის პორტი.

ყველა ახალი ამბავი
0