თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობი სილვესტრ სტალონე კატეგორიულად უარყოფს ცნობებს 16 წლის გოგონასთან 1986 წელს მომხდარი ძალადობრივი სექსუალური კავშირის შესახებ, იუწყება РИА Новости პორტალ TMZ-ზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გამოცემა პოლიციის რაპორტზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მსახიობის მონაწილეობით ინციდენტი ლას-ვეგასში 1986 წელს მოხდა. სავარაუდო დაზარალებულმა განაცხადა, რომ სტალონემ ის სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, სადაც მას ჯგუფური სექსი თავის პირად მცველთან ერთად აიძულა.
„ეს სასაცილო და აბსოლუტურად ცრუ ისტორიაა. მის შესახებ პუპლიკაციის მომენტამდე არავისთვის არ იყო ცნობილი. ხელისუფლებას ან სხვა ვინმეს ამასთან დაკავშირებით მისტერ სტალონესთვის არასდროს მოუმართავს“, — განუცხადა პორტალ TMZ-ს კინოვარსკვლავის წარმომადგენელმა მიშელ ბეგამ.
ბოლოდ დროს აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში უამრავი სკანდალი აგორდა, რომელიც გაუპატიურებებსა და სექსუალურ შევიწროებას უკავშირდება, რომელთა ეპიცენტრში შოუბიზნესის, კინოინდუსტრიისა და პოლიტიკის ცნობილი ფიგურები აღმოჩნდნენ.