საქართველოს პარლამენტის გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

© photo by press-service of Parliament of Georgiaსაქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე
საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა ანტალიაში საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასი აიღეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ქართულმა გუნდმა გუშინ ორი შეხვედრა გამართა, პირველი თამაში რუმინეთის პარლამენტის გუნდთან, ანგარიშით 7:1 მოიგო, ხოლო უკრაინის რადას გუნდთან გამართული თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მარათონის მონაწილე - Sputnik საქართველო
მარათონში „ჯანსაღი მომავლისთვის“ 200-მდე ადამიანმა ირბინა

დღეს საქართველოს პარლამენტის გუნდმა შეხვედრა გამართა მასპინძელ თურქეთის ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

საქართველოს პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა გატანილი ბურთების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საპარლამენტო გუნდს გამარჯვებულის თასის გადაეცა.

„დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ სასურველ შედეგს და ტურნირიც ღირსეულად მოვიგეთ, დიდ მადლობას ვუხდი თურქეთის მხარეს და ყველა ორგნიზატორს ესეთი ტურნირის ორგანიზებისათვის, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ბრწინვალე გამარჯვებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0