ლევან დავითაშვილი: ლარის კურსი პროდუქტების ფასებზე არ ასახულა

© Sputnik / Alexander Imedashviliგარე ვაჭრობა ავლაბარში
გარე ვაჭრობა ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა კვების პროდუქტების ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. პროდუქტების ფასები, მიუხედავად ლარის კურსის ცვალებადობისა, არ შეცვლილა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7268 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ლარი - Sputnik საქართველო
დავეწიოთ და გავუსწროთ... ლარს

ამგვარად, 24 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე ქართული ეროვნული ვალუტა 8,5%-ით გაუფასურდა.

"საუბარია ამ შემთხვევაში ინფლაციის ტემპზე. ინფლაციის ტემპის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი. ამ კუთხით ჩვენ არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. არ შეინიშნება ფასების ზრდა, მათ შორის არც ადგილობრივ პროდუქციაზე", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ ლარის ხელოვნური შეკავების მიზნით შექმნილ სიტუაციაში ჩარევა ჯერჯერობით არ ღირს. ცენტრალურ ხაზინაში დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევიან, თუ მსგავსი კურსი დიდ ხანს შენარჩუნდება.

საქართველოს ეროვნულ ბანკის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 6,4% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0