„დამზადებულია საქართველოში“: ვირის რძისგან დამზადებული ყველი ევროპაში გაიყიდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ყველი
ქართული ყველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვირის რძისაგან წარმოებული 250 გრამი ყველი 500 ლარი ღირს

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ვირის რძისგან წარმოებული ყველით ევროპელები დაინტერესდნენ, —იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

ვირის რძისაგან წარმოებული 250 გრამი ყველი საქართველოში 500 ლარი ღირს.  ამ პროდუქტს ლილოში მდებარე სახედრების  ფერმაში აწარმოებენ,  რომელიც პროფესიით მოქანდაკე თემურ ლომიძემ ევროპიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააარსა.

„უცნაური, გასარისკი და მართლაც გიჟური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მერე  ყველაფერმა ამან  გაამართლა“, — აღნიშნა თემურ ლომიძემ.

სახედრის რძის სამკურნალო თვისებებზე 56 წლის მოქანდაკემ ევროპაში ცხოვრების  პერიოდში გაიგო. საქართველოში  დაბრუნებულმა 40 ჰექტარი მიწა იჯარით აიღო, კახეთსა და ქვემო ქართლში 80-მდე ვირი იყიდა და კავკასიაში სახედრის პირველი ფერმა „ვირლანდია“ დაარსა.

ყველი - Sputnik საქართველო
თუშურმა ყველმა იტალიაში ფესტივალზე გაიმარჯვა

ფერმის მეპატრონის თქმით, 80 სახედარი დღეში შვიდ ლიტრ რძეს იწველის, ერთი კილო ყველის მომზადებას კი 25 ლიტრი რძე სჭირდება. ერთი ვირი დღეში 100 დან 500 გრამამდე იწველის, ამიტომ რძეს ფერმაში კვირაობით აგროვებენ. დელიკატესს მაღალი შემცველობით ლაქტოზა, C ვიტამინი და კალციუმი აქვს.

თემურ ლომიშე ირწმუნება, რომ  სახედრის რძით რამდენიმე თვეში ათობით ჩვილი განიკურნა ყივანახველისგან, ბრონქების მძიმე დაავადებისგან, გაციებისგან. სახედრის რძე იმუნური სისტემასაც ამაღლებს, აცხადებს ლომიძე.

ქართული წარმოების სახედრის რძითა და ყველით უკვე დაინტერესდნენ უცხოეთში. იმისათვის, რომ ნაწარმი ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდეს, „ვირლანდიამ“ წარმოება უნდა გაზარდოს.

ვირის რძე განსაკუთრებით ძვირად  ევროპაში ფასობს, სადაც მას ბავშვთა კვებაში, პარფიუმერიასა და ფარმაციაში იყენებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0